მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთში დასაქმებულები COVID-ვაქცინაციის შემთხვევაში დამატებითი შვებულებით ისარგებლებენ

6104fd4ad0ee5
თათია კაკიაშვილი
31.07.21 14:40
848

ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულებს, რომლებიც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, დამატებით ორდღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შვებულებით სარგებლობა დასაქმებულებს 2021 წლის ბოლომდე შეეძლებათ. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ქმედებით სხვადასხვა კერძო კომპანიას თამამად შეუძლია, თანამშრომლებს აცრისთვის მეტი მოტივაცია მისცეს.

თუმცა, აღნიშნულ ინიციატივას ქვეყნის ოპოციზიური პარტიები აკრიტიკებენ და ოქტომბრის არჩევნების წინ პოპულისტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ჩეხეთის მთავრობაში კი ცალსახად ამბობენ, რომ ვაქცინაცია დღესდღეობით „ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი პოპულარიზაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში მცხოვრები 10.6 მილიონი მოქალაქიდან კორონავირუსს 30 363 ემსხვერპლა. ამ დრომდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 1.6 მილიონს აჭარბებს.