მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხი მილიარდერი ალასკაში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა

6061ae3b48b0f
თათია კაკიაშვილი
29.03.21 14:47
685

ჩეხი მილიარდერი პეტრ კელნერი იმ ხუთი ადამიანიდან ერთერთია, ვინც ალასკაში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა, რა დროსაც ვერტმფრენი მყინვარს შეეჯახა და 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი მგზავრის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

56 წლის კელნერი PPF Group-ი ჩეხური საინვესტიციო კომპანიის თანადამფუძნებელი იყო.

„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ პეტრ კელნერი ტრაგიკულად დაიღუპა ალასკის მთებში ავიაკატასტროფის დროს. მისი პროფესიული ცხოვრება გამორჩეული იყო წარმოუდგენელი სამუშაო ეთიკით და შემოქმედებითობით,“ - წერია PPF Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კელნერის ქონება 15,7 მილიარდი დოლარს შეადგენდა და ის ერთადერთი ადამიანი იყო ჩეხეთიდან Bloomberg's Billionaire's Index-ში, რომელიც მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.