მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი: ძალისხმევა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ საკმარისი იმუნური ფენა გაზაფხულზე მაინც გვყავდეს

614d84147800b
ლიკა გურაბანიძე
24.09.21 22:55
509

“ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საკმარისი იმუნური ფენა გაზაფხულზე მაინც გვყავდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმითვე, ქვეყანა პანდემიის მართვის თვალსაზრისით ახლაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

“სიმძიმეს სამი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი, თავდაპირველად ვაქცინების ჩამოტანა დაგვიანდა; მეორე მიზეზი, საინფორმაციო კამპანიის არარსებობაა, ხოლო მესამე ლოგისტიკა და სახელმწიფო აპარატის მობილიზების პრობლემა. დღეს საქართველოში სოფლის რწმუნებულით დაწყებული, თავდაცვის სამინისტროთი დამთავრებული ლოგისტიკას სწორად უნდა ალაგებდეს, რომ ვისაც აცრა უნდა, ეს ხელმისაწვდომი იყოს.

საინფორმაციო კამპანიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა. დღესაც მძიმე მდგომარეობაა შენარჩუნებული.” - განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან სავალდებულო აცრაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ამის დასაწყებად ჯერ არსებული ყველა შესაძლებლობა არ ამოუწურავს.

“ყველაფერი ამ დრომდე რომ გაკეთებულიყო, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სავალდებულო აცრამდე მივსულიყავით, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რესურსია, რისი გამოყენებაც შეგვიძლია, რომ ვაქცინაციის ტემპიც და მაჩვენებელიც გაიზარდოს.” - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.