"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მთავრობის მიერ იმ პორტალის გაჩერებას ეხმაურება, სადაც კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.
ჭიაბერაშილის თქმით, ამ პორტალის გაჩერება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაუმალოს ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა საზოგადოებას და მოახდინოს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება. ჭიაბერაშილი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის PCR ტესტი, რაზეც მეტყველებს ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომ ტესტირება მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება.
ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გასცენ პასუხები ამ კითხვებს.
„იმ ქაოსს, რაც დღეს კოვიდ ეპიდემიის მართვაშია შექმნილი, "ქართული ოცნების" ჩაფლავებულმა მთავრობამ კიდევ ერთი დაამატა.
დღეს გააჩერეს პორტალი, როგორც ამბობენ ტექნიკური მიზეზებით, სადაც PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიები ყოველდღიურ მონაცემებს ტვირთავდნენ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.
ასეთ უმწვავეს პერიოდში ამ პორტალის გაჩერება, სრულიად გაურკვეველი მოსაზრებებით, არის დაუშვებელი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება გაზარდოს მღელვარების ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში.
გაურკვეველია რითია ეს გამოწვეული და სწორედ ასეთი ქაოტური და გაუთვლელი მდგომარეობა იწვევს ბევრ კითხვას და აჩენს უამრავ ჭორს საზოგადოებაში. რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? საზოგადოებას უჩნდება კითხვა, ხომ არ ემსახურება ამ პორტალის გაჩერება, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, PCR ტესტების ჩამტარებელი კერძო ლაბორატორიების ყოველდღიური მონაცემები იტვირთებოდა, ხომ არ ემსახურება ეს, რომ ინფიცირებულების რაოდენობა დაუმალოს საზოგადოებას და მოხდეს ამ მაჩვენებლებით მანიპულირება.
ეს არის კითხვა, რომელსაც დაუყონებლივ უნდა გასცეს პასუხი ჯანდაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ. მთავრობამ, რომელმაც ჩააფლავა მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა, ეკონომიკის მართვა და ახლა უკვე ვხედვათ, რომ ეპიდსიტუაცია გაექცა ხელიდან.
არსებობს ასევე მეორე დამატებითი ფაქტორი. შესაძლოა ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობით PCR ტესტი, ეს არის მეორე, რაზეც ასევე საუბრობენ სამედიცინო სექტორში და აქაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უკვე გამოაცხადა მთავრობამ, რომ მხოლოდ დილის საათებში ჩატარდება PCR ტესტები და მეტი არა. კორონა დილის საათებში ვრცელდება მარტო და დღის მეორე ნახევარში არა? სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილებებია, სრულიად აუხსნელი ნაბიჯებია მთავრობის მხრიდან, რომელიც არაფერს არ ემსახურება, თუ არა ქაოსის კიდევ უფრო გაღრმავებას, საიდანაც გამოსვლა ასეთი მარტივი არ იქნება და ეს ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადაივლის. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე განმარტება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ