მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: ეს ნიშნავს არაფორმალური ეკონომიკის გაზრდას

5d84f4a1d9d98
ლიკა გურაბანიძე
20.09.19 20:22
899

„ამის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. საბოლოო ჯამში როდესაც მთავრობას ასეთი რეგულაციები შემოაქვს, ეს ნიშნავს, “ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება შეეზღუდოთ, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს. 


როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, საპენსიო რეფორმა მოქალაქეების „ჯიბეზე“ და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებაზე უარყოფითად აისახა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შრომის კოდექსში მსგავსი სახის შეზღუდვების შემოღება მოხდება „ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში პრაქტიკულად ადგილი აღარ დარჩება.“

„ქართული ოცნება ძალით ერეკება საკუთარ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ქვეყნის გარეთ. ასეთი მიდგომებით ქვეყანაში სამუშაო ადგილი და ახალგაზრდებისთვის გასაქანი არ იქნება.

არაფერი ასეთ მიდგომას არ მოაქვს, გარდა ისევ მომსახურების და წარმოების გაძვირების, ხოლო ეს საბოლოო ჯამში ისევ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას გააძვირებს.

ახლა ცქიტიშვილი ცდილობს, რომ ქართული ოცნების სოციალისტური მთავრობა კიდევ მეტად მარქსისტული გახადოს. თუ ქართული ოცნება ცქიტიშვილის გზას გაჰყვება იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც ოცნებას დარჩა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ ქვეყანას“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


შეგახსენებთ, საქარველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა.

პროექტის დღეს არსებულ ვერსიაში ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა და ა.შ