მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი: ვაქცინა პრაქტიკულად არ გვაქვს – პასუხისმგებლობა მთავრობაზე და პირადად გახარიაზეა

603b3bab2125f
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 13:25
680
“გამორიცხულია, რომ წლის ბოლოს აცრილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვა გვქონდეს. ჩვენ წარმოუდგენლად რეგვენი მთავრობის ტყვეები აღმოვჩნდით. ეს ყველა სფეროს ეხება” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის მართვა მთავრობას ეფექტიანად შეეძლო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

“გაზაფხულიდან მოყოლებული მთავრობას ვაფრთხილებდით, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი კრიზისია და მკაცრ შეზღუდვებს ნუ დავაწესებთ, იმიტომ, რომ ეპიდემიის მართვა ისე უნდა მოხდეს, რომ ეკონომიკამაც გაუძლოს და ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორზე გვქონდეს. არ გაიგონეს. გასული წლის ნოემბერში ვიცოდით, რომ ვაქცინა იანვარში იქნებოდა, ხოლო დღეს ვაზუსტებთ მისი ჩამოტანის ლოგისტიკის დეტალებს. ეს წარმოუდგენელი ამბავია.

ვაქცინა პრაქტიკულად არ გვაქვს და აქ პასუხისმგებლობა მთავრობაზე და პირადად გახარიაზეა, რადგან ვაქცინაცია არც მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციაა და არც ჯანდაცვის სამინისტროსი. ვაქცინაცია ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, სადაც თავდაცვის სამინისტროები, უსაფრთხოების სამსახურები და არმიებია ჩართული. გახარიას პასუხისმგებლობა იყო, რომ მას ყველა შესაძლო კონტაქტი აემოქმედებინა, რაც ქვეყანას მსოფლიოში გააჩნია და ვაქცინა შემოეტანა” - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.