მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

623ea69a5e061
BM.GE
26.03.22 11:40
976
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ბიზნეს იდეების დაფინანსებას იწყებს. კონკრეტული პროექტები ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

დაჯილდოების ღონისძიება ჭიათურაში გაიმართა, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია დაესწრნენ. მათ კონკურსში გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და ბიზნესის მხარდაჭერაში კომპანიის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

ბიზნეს პროექტებს, რომლებსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ დააფინანსებს სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

სულ 9 ბიზნეს იდეა დაფინანსდება. ბიზნეს იდეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეობის, ტურიზმის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე.

კონკურსის წესით გამოვლენილი პროექტის ავტორები:
1 . ალექსანდრე ბაბლიძე - Bab’s burger-ი
2. საბა გაგნიძე - Zip line-ი
3. ლევან გაფრინდაშვილი - საოჯახო სასტუმრო
4. ლევან კიკალიშვილი - ეკო სოფელი
5. ავთანდილ სამყურაშვილი - მწვანილის სათბური სოფელ სარქველეთუბანში
6. გალაკტიონ სამყურაშვილი სასათბურე მეურნეობა „აგრო - ქველი“
7. სალომე ტატიშვილი - გააციფრულე შენი ქალაქი
8. გრიგოლ ცუცქირიაძე - ფქვილისა და საქონლის კომბინირებული საკვების საწარმო სოფელ ითხვისში.
9. სალომე ხოჯანაშვილი - დეკორატიული მცენარეები

ახალგაზრდა, დამწყებ მეწარმეებს დაფინანსების გარდა კომპანია სხვა კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს. კონკურსში გამარჯვებულებს პირველ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტები დააკვალიანებენ იმისათვის, რომ ბიზნეს იდეა წარმატებით განახორციელონ.

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ბიზნეს იდეების კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა გრანტის მიღებამდე შერჩევის რამდენიმე ეტაპი გაიარეს. პირველ ეტაპზე საუკეთესო იდეები კომისიამ გამოავლინა შემდეგ კი ბიზნეს პროექტები პრეზენტაციის სახით ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ბიზნეს იდეების კონკურსი, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანია მომავალშიც გეგმავს ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელიც უკავშირდება ჭიათურის განვითარებას, მომავალი თაობის განათლებას და მათივე დასაქმებას.
R