მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს კლინიკა "ფერომედის" ექიმთა ჯგუფი ესტუმრა და COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო რეკომენდაციები გააცნო

5e7a2da0b775b
BM.GE
24.03.20 19:53
637
ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა და პირადად გააცნო შექმნილ სიტუაციაში COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგინდა.

"ექიმთა ჯგუფი შემდეგ ობიექტებს - ცენტრალურ დამყვან ფაბრიკას, ცენტრალურ გამამდიდრებელ ქარხანას, დარკვეთის მაღაროსა და ნოფის მადნის სასაწყობო ტერიტორიას ესტუმრა. 

„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ასრულებს. კომპანიამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ, ექიმებთან ანალოგიური სახის საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე მომუშავე პერსონალთან მოაწყო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
NS