მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა

5f1816f955581
BM.GE
22.07.20 14:35
812
„ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა“ პანდემიის  პირობებში შეწყვეტილი სპექტაკლები განაახლა და ერთგულ მაყურებელს ღია  ცის ქვეშ ეზოში უმასპინძლა.

თეატრალიზირებული საღამო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით
თეატრის ეზოს კედელი მოიხატა და ღია სივრცის კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოხდა.

სასიამოვნო გარემოში თეატრის მსახიობებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის პერფორმანსი ორიგინალურად შესთავაზეს.

სცენაზე მაყურებლის წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობების გარდა, პოეზიის საღამოთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სიმღერების კრებულით „კვარტეტი ჭიათურა“ წარსდგა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
NS