ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დარკვეთის მაღაროში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენლები ადასტურებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულია დაახლოებით, 25 წლის ბიჭი. ჯერჯერობით, უცნობია თუ რამ გამოიწვია შემთხვევა.
„ამ წუთას გადაასვენეს დაღუპული, ახლა აქ ვიმყოფები. ჯერ დეტალები არ ვიცით“, - განუცხადა bm.ge-ის ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა სამხარაძემ.