მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ჭიათურის შესახებ ღია ბარათები დაიბეჭდა

60d9f82419465
BM.GE
28.06.21 20:24
783
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ქალაქ ჭიათურის შესახებ ღია ბარათები დაიბეჭდა. პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბარათები გადმოსცემს ჭიათურის დაარსების ისტორიას, მეცხრამეტე მეოცე საუკენის დასაწყისში, კერძოდ ქალაქის განვითარების ეტაპებს საბჭოთა კავშირამდე. ღია ბარათები აერთიანებს დოკუმენტებს, მასალებს კონკრეტულ ადამიანებზე, მწერლებზე, მეცნიერებზე, რომლებიც ქმნიდნენ ქალაქის ისტორიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ჭიათურის კულტურულ- საგანმანათლებლო და სამრეწველო განვითარებაში.

ბარათებზე დატანილი ინფორმაცია თავისი შინაარსით ნამდვილად უნიკალურია. აქ ამოიკითხავთ ლიანდაგის გაყვანის ბრძანებას, სამეწველო საბჭოს გეგმებს ქალაქის განვითარებაზე, ძმები დეკანოზიშვილების იდეებს და პროექტებს წერა კითხვის გამავრცელებელი აქტივობების შესახებ, ასევე ვაჟა ფშაველას, ნიკო ნიკოლაძის, აკაკი წერეთლის კავშირს ქალაქთან, კენედის მრჩეველი, დიპლომატი და ამერიკელი მეცენატის ჰარიმანის როლს მადნის ექსპორტზე გატანის საქმეში, ზდანევიჩს, რომელმაც ქალაქის განაშენიანებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ბარათებზე ამოიკითხავთ ინფორმაციას სოფელში მცხოვრები იმ ადამიანის შესახებაც, რომელმაც საკუთარ სახლში, თანასოფლელებისთვის დაწყებითი განათლების სკოლა დააარსა.

მასალები მომზადდა ეროვნულ არქივსა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული დოკუმენტების კვლევის საფუძველზე. ღია ბარათების გამოცემის მიზანია ჭიათურის პოპულარიზაცია, მადნის მნიშვნელობისა და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
NS