06.მაისი .2021 16:45

ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე "ჯორჯიან მანგანეზი" და მერია ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე "ჯორჯიან მანგანეზი" და მერია ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ
views 407
უკან

მხარეებს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალი ობიექტების მშენებლობას, ტურისტების მოზიდვას და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას.

მემორანდუმის მიხედვით მოწესრიგდება: ინფრასტრუქტურა, დაიგება გზის საფარი, დაიწყება დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაცია, ამასთან კომპანია შეამცირებს ახალი გამამდიდრებელი ქარხნის საწარმოო პროცესში წარმოქმნილ ხმაურს, კომპენსაციის საკითხების მოგვარებისას კი აქტიურად გამოიყნებს ე.წ ჩანაცვლების მოდელს.

გარემოზე ზრუნვა შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია - მემორნადუმში წერია, რომ მდ. ყვირილას გასუფთავება 2021 წლის 1 ივლისს დაიწყება და 2022 წლის 1 ივლისამდე დასრულდება - განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დასუფთავების საკითხს.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას, GM - პირველ პარტნიორს აგრო პროექტებში წარმოადგენს კომპანია  "იმერეთი აგრო". შეთანხმებაში ცალკე პუნქტი ეთმობა ტურზმის განვითარებას. ცნობილია, რომ "წერეთლის მაღარო" და "ძუძუნას მღვიმე" ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება, პარალელურად მხარეები იზრუნებენ, რომ ჭიათურაში ახალი ობიექტები შეიქმნას, რაც ხელს შეუწობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც კომპანიის გადაწყვეტილებით სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში განთავსდება.

მხარეები ვალდებულებას იღებენ, მემორანდუმით განსაზღვრული პროექტები კონკრეტულ ვადებში შესრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა