16.მარტი.2016 11:59
კრიპტოვალუტები

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა სამაგისტრო პროგრამებზე, 75%-ანი სტიპენდიით მიღებას აცხადებს

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა სამაგისტრო პროგრამებზე, 75%-ანი სტიპენდიით მიღებას აცხადებს
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა და ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონში აცხადებს მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 75%-ანი სტიპენდიით, 2016-2017 აკადემიური წლისათვის. ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლება ბიზნეს სამართალში თბილისში, და ერთსემესტრიანი სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ჩიკაგოში, ილინოისი, აშშ.
 
ამერიკული სამართლის სკოლაში აკადემიური წელი იწყება 2016 წლის სექტემბერში და სრულდება 2017 წლის ივნისში. ორსემესტრიანი სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მოიცავს ათ სავალდებულო საგანს სამართალში, რომელსაც უძღვებიან მხოლოდ ჩიკაგო-კენტის პროფესორები. სწავლების პროცესი გულისხმობს 10-12 აკადემიური საათის განმავლობაში ინტენსიურ ლექციებს თვეში ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას.
 
თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სამაგისტრო სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში დაუყოვნებლივ ან სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სემესტრის განმავლობაში საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში. თბილისში ორსემესტრიანი სწავლების შედეგად დაგროვილ კრედიტებს სრულად აღიარებს და ცნობს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა, რის საფუძველზეც სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში, ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა, და სრულდება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში/LL.M in U.S., International and Transnational Law.

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთი სემესტრის დასრულების შემდგომ, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს მეორე სემესტრის განმავლობაშიც სწავლების საფასურის 80%-იანი შემცირების პირობით. თუმცა მაგისტრის ხარისხის U.S., International and Transnational Law-ში მისაღებად მეორე სემესტრი სავალდებულო არ არის და მისი მიღება, ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის შესაძლებელია ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ.

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართვა შეუძლიათ: პრაქტიკოს იურისტებს, მოქმედ ადვოკატებს, სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სექტორში მოღვაწე იურისტებს, ნოტარიუსებს და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ იურისტებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში, მაგრამ ამასთანავე ფლობენ სამართლის მაგისტრის ხარისხს და არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლაში ორსემესტრიანი სწავლების საფასური შეადგენს 6450 აშშ დოლარს; ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში დამამთავრებელი ერთსემესტრიანი სწავლების საფასური (ჩიკაგო, აშშ) ორსემესტრიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, ნაცვლად 44 000 აშშ დოლარისა.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 12 ივნისია.

24.აპრილი.2019 13:52
143

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად
15.აპრილი.2019 12:10
350

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
759

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად
29.იანვარი.2019 12:33
3081

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
2700

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
1304

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად