მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩიკატაის“ სათამაშოები რამდენიმე ქვეყანაში გაიყიდება

624f0e1e48add
ალა ისპირიანი
07.04.22 23:21
866
სათამაშოების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაის“ პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში გაიყიდება. როგორც Bm.ge-თან კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა, მათი სათამაშოები ავსტრიასა და გერმანიაში ოთხ თვეში გაიგზავნება.

მისივე თქმით, სათამაშოები გაიყიდება ფრანგულ ონლაინ პლატფორმაზეც, რომელიც მთელ ევროპას ფარავს.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავსტრალიის საშუამავლო სააგენტოსთან, რომელიც უზრუნველყოფს სიდნეიში, რამდენიმე საბავშვო მაღაზიაში, ჩვენი პროდუქტის განთავსებას. თავად იღებენ ახალ ბაზარზე პროდუქციის რეალიზების ვალდებულებას. ჩვენი ბრენდისთვის მარკეტინგული სტრატეგია შემოგვთავაზეს. თანამშრომლობის პირობების ბოლო დეტალებს გავდივართ და როგორც კი შევათანხმებთ საბოლოო საკითხებს, პირველ შეკვეთას გავაფორმებთ.

რაც შეეხება ავსტრიასა და გერმანიას, კერძოდ ჰამბურგს, იქ ჩვენი პროდუქციის გაგზავნა ოთხ თვეში იგეგმება. ასევე, Playtime Paris 2022-ის გამოფენის შედეგად კონტაქტი ფრანგულ კომპანიასთან დავამყარე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი პროდუქცია დაახლოებით ოთხ კვირაში მათ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება“, - განაცხადა თამარ ბუიღლიშვილიმა. 

ცნობისთვის, ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი „ჩიკატაი“ დაახლოებით 5 წელია ქართულ ბაზარზეა.