24.თებერვალი .2020 09:00

"ჩიკოლატი" დიაბეტური შოკოლადის წარმოებას გეგმავს

views 516
უკან

“ჩიკოლატი” დიაბეტური შოკოლადის წარმოებას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ისთან კომპანიის დამფუძნებელმა დავით ლომთაძემ ისაუბრა.

ლომთაძის თქმით, კომპანია ამ ეტაპზე “გემოების დასმაზე” მუშაობს და შოკოლადი შაქრის გარეშე ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

"ჩიკოლატი" ქართულ ბაზარზე 2019 წლის აგვისტოდან ოპერირებს და მომხმარებელს სასურველი ფორმის და დიზაინის შოკოლადს სთავაზობს. პროდუქტის შეძენა კომპანიის Facebook გვერდიდანაა შესაძლებელი. 100 გრამი შოკოლადის ფასი 15 ლარია.

“ფასი შედარებით მაღალი გვაქვს, რადგან ჩვენი შოკოლადი ხელნაკეთია და შესაბამისად, მისი წარმოება უამრავ რესურსს მოითხოვს. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ფასების დარეგულირებაა იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს და მოთხოვნაც გაიზარდოს. ასევე გვსურს, რომ ჩვენი ადგილი მოვიწყოთ, სადაც წარმოებას გავაგრძელებთ; საწყის ეტაპზე 2-3 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ”, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

დავით ლომთაძის თქმითვე, საწარმოს აშენება კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის, რადგან დამწყები ბიზნესისთვის ეს რთულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა