მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე - დადასტურებული არ არის, რომ 23 მოქალაქე "ფაიზერის" ვაქცინამ იმსხვერპლა

60018413e6ec5
ინგა მურუსიძე
15.01.21 16:00
2212
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ 23 ადამიანი სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით გარდაიცვალა.

საქმე იმაშია, რომ დღეს „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნორვეგიაში „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ 80 წელს გადაცილებული 23 პაციენტი გარდაიცვალა.

„აქტიურად გავეცანი ნორვეგიაში მიმდინარე მოვლენებს. კონტაქტი მაქვს ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტთან. მქონდა საუბარი წამყვან პროფესორებთან და ჯერჯერობით შესწავლის საგანია ეს საკითხი. 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზად „ფაიზერის“ ვაქცინა დასახელებული არ არის. ეს ადამიანები არიან მოხუცები 80-85 წელს ზემოთ, რომლებიც გარდაიცვალნენ სხვადასხვა დროს, ვაქცინაციის შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და ყველას მოუწოდა, არ გაავრცელონ ინფორმაცია იქამდე, ვიდრე ნორვეგიის ოფიციალური უწყებები დასკვნას არ გააკეთებენ.