მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას“ - პრემიერი

62f60371d9bdc
BM.GE
12.08.22 11:37
773
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დიდგორის ბრძოლა და გამარჯვება ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის სახელმძღვანელოა და ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსთვის ყოველდღიური შრომით შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა და დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.

„დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.

მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომელიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, - დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამთლიანებას, გაძლიერებასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.