მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პლასტიკური ქირურგიის ოპერაციებზე 2-წლიანი რიგი გვაქვს“ – „ტოტალ შარმი“

6404cd09a5300
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 23:40
2581
საქართველოში პლასტიკური ქირურგია, როგორც მედიცინის დარგი, წლიდან წლამდე ძალიან სწრაფად ვითარდება და მომხმარებლის რაოდენობაც მუდმივად მზარდია. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს არის ბიზნესი, რომელზეც მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს.

როგორც კლინიკა „ტოტალ შარმის“ პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე BMG-სთან ამბობს, მოთხოვნა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა და სასურველ ოპერაციებზე მსურველთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა.

„პაციენტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. მაგალითად, 2019-ში ჩვენს კლინიკაში ჩაწერა იყო ერთი წლით ადრე, დღეს კი ორი წლით ადრეა. დაახლოებით, 2000-ზე მეტი პაციენტი ელოდება თავის ოპერაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია მოთხოვნა. ამ დროს, რეკლამის სიხშირე შევამცირეთ, აღარ ვართ ისეთი აქტიურები, როგორიც მაგალითად 2019 წელს ვიყავით. ამ ყველაფერზე გავლენა ალბათ პანდემიას ჰქონდა, რადგან მსოფლიოში არსებული ნებისმიერი კრიზისის პლასტიკური ქირურგიის ბიზნესს კიდევ უფრო ააქტიურებს. პანდემიის დროს ყველა მუშაობდა ონლაინ, ხშირად უყურებდნენ საკუთარ თავს Zoom-ში, ასევე სარკეში და გაუჩნდათ სურვილი, რომ რაღაცები შეეცვალათ. ამასთანავე, იზოლაციაში ყოფნის დროს უფრო მარტივი იყო რეაბილიტაციის პროცესი, რადგან ყველა სახლში იყო და მათ პოსტოპერაციულ სილურჯეებსა თუ შეშუპებას ვერავინ ნახავდა“, - აცხადებს კონსტანტინე სულამანიძე.

პლასტიკური ქირურგი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები კვლავ რინოპლასტიკა, მკერდის გადიდება და ლიპოსაქციაა.