მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი გამყარდა

603ce78feba95
BM.GE
01.03.21 17:10
695
1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი ზოგიერთი ვალუტის მიმართ გამყარდა, ზოგთან კი გაუფასურდა.

მათ შორის ყველაზე მთავარ ვალუტებთან მიმართებით ცვლილება ასეთია:

აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.13 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3268 ლარი გახდა. 

რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ღირებულება 4.0101 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 2.21 თეთრით ნაკლებია. 

1.91 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.6449 ლარი ეღირება. 

ჯამურად, წელს სებ-მა სავალუტო აუქციონების გზით $120 მილიონი დოლარი გაყიდა.