მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული მოგებით დაასრულა

62fa2213076f6
BM.GE
15.08.22 14:39
1765
საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია. ცნობისთვის, 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც ბუნებრივია სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა.

წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს - 40 მილიონი ლარით აღემატება.

რკინიგზის შემოსავლებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა:

„მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები და პირველი ნახევრის რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა რკინიგზამ 6 თვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკორდული მაჩვენებელი. აქაც გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგებაზეც გითხარით უკვე, მთლიანად საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 311 მილიონი ლარი შეადგინა და აქედან 161 მლნ ლარი არის მოგება“.