მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

614de0463ee01
BM.GE
24.09.21 18:25
634
24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1181 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.50 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6582 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.74 თეთრით გაიზარდა და  4.2724 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.