მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანის, ნენსკრასა და ხუდონის გარეშე სამეზობლოზე ისევ ენერგოდამოკიდებულები ვიქნებით - სონღულაშვილი

61bb710adc5aa
მარიამ ვარადაშვილი
16.12.21 20:52
596
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, დიდი ჰიდროსადგურების გარეშე საქართველო ენერგეტიკულად ისევ მეზობელ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.

“თქვენ ახსენეთ რომ 37 ჰესის მშენებლობას მოეწერა ხელი. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო არ არის. ნამახვანის, ნენსკრასა და ხუდონის გარეშე ისევ ენერგოდამოკიდებულები ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე, სადაც ყველა სახის ენერგეტიკული პროექტი ვითარდება - დაწყებული ქარიდან დამთავრებული ატომური [სადგურით] მგონი ყველაფერი ვითარდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გენერაცია გავზარდოთ. ჩემი ინიციატივით კომიტეტის ფარგლებში პარლამენტართა ჯგუფი ენერგოდამოუკიდებლობის აქტს ვამზადებთ და ცოტა ხანში მზად ვიქნებით ამასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობა გავხსნათ. ეს არის ის სტრატეგია, რომლითაც ქვეყანას შესაძლებლობა ექნება გახდეს ენერგოდამოუკიდებელი”, - აცხადებს სონღულაშვილი.

“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა დღეს ჰესების კუთხით არსებული ნეგატიური განწყობები ჰიბრიდული ომით და პროპაგანდით ახსნა.

მინისტრი ჰესების კუთხით არსებულ ნეგატიურ განწყობებს ჰიბრიდული ომით და პროპაგანდით ხსნის