22.იანვარი .2018 13:10

"ჩინელები საქართველოში ქარხნების გადმოტანას გეგმავენ"

views 5732
უკან

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ. განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-სა და Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ს თავმჯდომარე ლუო ხაილუნი. ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხლეს. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის მიზანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებლი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

დელეგაციის წევრების განცხადებით საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

"თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“, განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა