ჩინელი მილიარდერები კიდევ $1.5 ტრილიონით გამდიდრდნენ. შედეგად მათი საერთო ქონება უკვე $4 ტრილიონს შეადგენს. CNBC-ის ცნობით, აღნიშნული ზრდა ყველაზე სწრაფია ჩინეთის ისტორიაში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში მილიარდერების რიცხვი 257-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს რომ საშუალოდ კვირაში ქვეყანას ხუთი ახალი მილიარდერი ემატებოდა. ჯამში ამჟამად ჩინეთში 878 მილიარდერია, მაშინ როდესაც აშშ-ში მათი რიცხვი 788-ია.
"მსოფლიოს არასოდეს უნახავს ერთ წელიწადში ამ რაოდენობის ქონების დაგროვება. ჩინელი მეწარმეები იმაზე უკეთ არიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მათი ქონება რეკორდულად გაიზარდა“, – განაცხადა Hurun Report-ის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა რუპერტ ჰუგევერფმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში საფონდო ბირჟები რეკორდულად იზრდება, აქციების პირველადი საჯარო განთავსების ნაკადი არ წყდება. ტექნოლოგიური სექტორი ფართოვდება. ამ ყველაფერმა ბუნებრივია კიდევ უფრო გაზარდა მდიდართა ქონება.
ყველაზე მდიდარი ჩინელი კვლავ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მაა. მისი ქონება $59 მილიარდს შეადგენს, ჯეკ მას ქონება 45%-ით მას შემდეგ გაიზარდა ძირითადად, რაც მისმა ფინტექ-კომპანია Ant Group-მა აქციების პირველადი საჯარო განთავსება გადაწყვიტა.
ჩინელი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს პონი მა იკავებს, რომელიც ტექნოლოგიური კონგლომერატის Tencent-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისი ქონება 50%-ით გაიზარდა და ახლა $57.4 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული კომპანია სათამაშო ბიზნესითაა დაკავებული და ასევე ფლობს WeChat-ს.
სხვა ჩინელ მილიარდერებს შორის, რომელთათვისაც 2020 წელი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, არის საკვების მიტანის კომპანია Meituan-Dianping-ის დამფუძნებელი, რომლის ქონებაც გაოთხმაგდა და $25 მილიარდი შეადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა