მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელი მომხმარებელი KFC-ს ბოიკოტს უცხადებს

61dff2db227fc
თათია კაკიაშვილი
13.01.22 15:42
1111
ჩინეთში, სწრაფი კვების რესტორნის ქსელ KFC-ის მომხმარებლის გარკვეულმა ჯგუფმა ბოიკოტი გამოუცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის მომხმარებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ KFC-ს ზოგიერთი საკვების პრომოცია მომხმარებელზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს და მათ აბნევს. საუბარია KFC-ის და სათამაშოების ჩინურ მწარმოებელ Pop Mart-თან ერთად წამოწყებულ აქციაზე, რომელიც საკვებთან ერთად მომხმარებელს ე.წ. საიდუმლო ყუთებსაც სთავაზობს. ყუთებში კი დიდთვალებიანი და მრგვალსახიანი Dimoo თოჯინების შეზღუდული გამოშვების ვერსიებია წარმოდგენილი.

„KFC-მ ამ ხრიკს იმიტომ მიმართა, რომ მომხმარებელმა გადაჭარბებული რაოდენობით შეიძინოს სწრაფი კვების ობიექტის მენიუები, რაც ჯანსაღად არ ჟღერს. ამასთან, ასეთი ირაციონალური სტრატეგია საზოგადოებრივ წესრიგს და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, - წერია ჩინეთის მომხმარებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ KFC-ის და Pop Mart-ის ერთობლივი აქცია სათამაშოების სრული კოლექციის შესაგროვებლად, მომხმარებელს „აიძულებს“, 1700 აშშ დოლარამდე დახარჯოს, რაც მინიმუმ 100 მენიუს შეძენას გულისხმობს, რა გზითაც შეზღუდული გამოშვების Dimoo თოჯინების შეძენა ხდება შესაძლებელი.

თავად KFC-ში კი აცხადებენ, რომ სამომხმარებლო აქცია სწრაფი კვების კომპანიის 35-ე იუბილესთან დაკავშირებით წამოიწყეს.