მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელმა მეცნიერებმა PCR ტესტი შექმნეს, რომელიც შედეგს 4 წუთში აჩვენებს – DW

6203a9863b28b
თათია კაკიაშვილი
09.02.22 16:20
959
ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს COVID-19 ტესტი, რომელსაც შედეგების დამუშავება ოთხ წუთზე ნაკლებ დროში ისეთივე სიზუსტით შეუძლია, როგორც PCR ტესტებს. ინფორმაციას DW ავრცელებს. კორონავირუსის გამოსავლენად დღეს ბაზარზე ყველაზე ზუსტი PCR ტესტებია, რომლებსაც მონაცემების დასამუშავებლად რამდენიმე საათი სჭირდება, იშვიათ შემთხვევებში, ლაბორატორიების გადატვირთულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, პროცესი რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს.

რაც შეეხება უფრო სწრაფ, 15-წუთიან ანტიგენის ტესტებს, ის PCR-თან შედარებით, ნაკლები სანდოობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში PCR ტესტების ალტერნატივის შექმნა, რომელიც შედეგებს გაცილებით სწრაფად აჩვენებს.

DW-ს ინფორმაციით, ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეაგროვეს ცხვირის ნიმუშები 33 PCR-დადებითი კოვიდინფიცირებული პაციენტისგან, 23 PCR-უარყოფითი პაციენტისგან, ექვსი გრიპის დადებითი პაციენტისგან და 25 ჯანმრთელი მოხალისისგან. ტესტმა ყველა შემთხვევა შეცდომის გარეშე ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა, ამის შესახებ მოგვიანებით რეცენზირებული კვლევა ჟურნალ Nature Biomedical Engineering-შიც გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, ამ დრომდე არსებული გამოცდილებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად PCR ტესტები უფრო ზუსტია, ვიდრე ანტიგენის ტესტები, რადგან ისინი უფრო მგრძნობიარეა. დადებითი შედეგის საჩვენებლად ანტიგენის ტესტები ვირუსის უფრო მაღალ კონცენტრაციას საჭიროებს, ვიდრე - PCR ტესტები. ეს ნიშნავს, რომ ანტიგენის შემთხვევაში, ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების ალბათობა მაღალია.