მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით

621b8dcadd9df
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 18:39
882
ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით, - ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია Bm.ge-ს მიაწოდა.

"გვსურს გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით (სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი). 

იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532.
ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად”, - იტყობინება ავიაკომპანია