მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტი ALTERA-სგან

639b0b9a75346
BM.GE
15.12.22 15:44
766
ტექნოლოგიურმა კომპანია ALTERA-მ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი წარუდგინა - ALTERA AUDIT, რომელიც საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების და შეფასების ავტომატიზაციას ხდის შესაძლებელს.

საგადასახადო რისკების დროულად იდენტიფიცირება, შეფასება და კანონის შესაბამისად დეკლარირება საქართველოში არსებული კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. საგადასახადო რისკების არასწორი მართვის გამო მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით ზარალდება. ის სანქციები კი, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს, საქმიანობის შეწყვეტის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Altera-ში განმარტავენ, ახალი პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას მისცემს საგრძნობლად გაიმარტივონ საგადასხადო რისკების მართვა. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა განახორციელონ კომპანიებმა საგადასახადო რისკებზე რეაგირება - ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

1. ALTERA-ს შესახებ

ალტერა არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“-ს ციფრული მიმართულება და უზრუნველყოფს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სერვისებისა და პროდუქტების შექმნას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით მიწოდებას.

ალტერას გუნდში არიან მაღალი დონის IT სპეციალისტები, ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები და ამავდროულად ყველა სერვისი თუ პროდუქტი იქმნება ლოიალტეს პროფესიონალი კონსულტანტების ჩართულობით, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს დამკვეთის საჭიროებები, განხორციელდეს მათზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავება და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება.

2. რა არის ALTERA AUDIT, რა სიახლეს გვთავაზობს ახალი პროდუქტი?

ALTERA AUDIT - არის საქართველოში პირველი და უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომატურად აფასებს მომხმარებლის მიერ შევსებულ საგადასახადო ინფორმაციას, ადგენს გადაცდომების ალბათობას, აფასებს მის არსებითობას და შედეგებზე დაყრდნობით გასცემს შესაბამის საგადასახდო რჩევებს.

3. რა ხდის პროდუქტს უნიკალურს?

საქართველოში არ არსებობს მსგავსი პროდუქტი, რომლის მეშვეობით ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, მომენტალურად ხდება საგადასახადო რისკების შეფასება და კომპეტენტური რეკომენდაციების გაცემა.

4. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ანალიზის გაკეთება?

გამზადებული შაბლონი მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემოსავლების სამსახურის ავტორიზირებულ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით. შაბლონში კომენტარების სახით მითითებულია თუ რომელი სივრცეებიდან არის შესაძლებელი საჭირო ინფორმაციის მოძიება. ამასთან, როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შემოსავლების სამსახურთან, საჭირო ინფორმაციის ავტომატურად მიღების უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებელს დაუზოგავს დროს და გამორიცხავს ტექნიკურ შეცდომებს.

5. რა პრინციპით ხდება საგადასხადო მონაცემების შეფასება?

მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ინფორმაცია განზოგადდება და შედარდება შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჯაროებულ სტატისტიკურ და სხვა მსგავს ინფორმაციებს. მონაცემების შედარებითი და კრებსითი ანალიზის შედეგად, გამოითვლება მომხმარებლის საგადასახადო კანონშეუსაბამობის ალბათობა და გაიცემა შესაბამისი საგადასხადო რეკომენდაციები.

გასათვალისწინებელია, რომ ვერ შეფასდება სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურაში არსებული მონაცემები, ვიანიდან აღნიშნული ინფორმაცია არ არის საჯარო და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის (კომპანიისთვის) მის ავტორიზირებულ ვებ-გვერდზე. ასევე, გასათვალისწინებელია რომ შემოსავლების სამსახური რიგ შემთხვევებში იყენებს ქეისის შემთხვევით შერჩევის პრინციპს.

6. რამდენად არის შესაძლებელი, რომ პროდუქტის შედეგად მიღებული რეკომენდაციები ჩაითვალოს სრულყოფილ აუდიტორულ დასკვნად?

საგადასახადო აუდიტის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ინიცირების, პრე-აუდიტის, მიმდინარე აუდიტის და დასკვნით ეტაპებს. ALTERA AUDIT-ი სრულად მოიცავს ინიცირების და პრე-აუდიტის ნაწილს. კერძოდ, პროგრამა ინიცირების ნაწილში საზღვრავს სავარაუდო კანონშეუსაბამობის ალბათობის სიდიდეს (მაღალი,საშუალო,დაბალი), ხოლო პრე-აუდიტის ფარგლებში აფასებს მარაგების ნაშთის, ფასნამატის, სალაროში (ნაღდი ფულის) არაგონივრული ნაშთის, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და დებიტორული თანხების არაგონივრული ნაშთის რისკებს. ამასთან, პროგრამა მომხმარებელს აწვდის ყველა რისკის აღმოფხვრისათვის შესაბამის საგადასახადო რეკომენდაციებს, თუმცა აღნიშნული არ უნდა გაიგივდეს სრულყოფილ აუდიტორულ დასკვნასთან.

7. რამდენად ხელმისაწვდომია აღნიშნული პროდუქტი?

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ALTERA AUDIT-ის მიზანი თავიდანვე იყო, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა კატეგორიის კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მათი ფინანსური მოცემულობის გათვალისწინებით. ALTERA მომხმარებელს სთავაზობს დიფერენცირებულ პაკეტებს, საბაზისო პაკეტის საფასურია - 290 ლარი (მოიცავს გადასახადებს), რაც გულისხმობს ერთჯერად შემოწმებას, თუმცა ასევე არსებობს პრემიუმ და პროფესიონალი პაკეტები. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი საგადასახადო კონსულტაციების მისაღებად კომპანიებს უწევთ გაცილებით დიდი რესურსის დახარჯვა.

8. სად არის შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტის მიღება?

მომხმარებელი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს - https://audit.altera.ge/  და მიყვეს საიტზე მითითებულ „გამოყენების გზამკვლევს“.



ns