მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი 14 იანვრისთვის WHO-ს ექსპერტთა ჯგუფს ელოდება

5ffc38c206580
ნათია თაქთაქიშვილი
11.01.21 19:26
756
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებით, ქვეყანა 14 ინავრისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, WHO-ს ექსპერტთა ჯგუფს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩამოვა, ვიზიტის მიზანია ჩინელ მეცნიერებთან ერთად ერთობლივი კვლევების ჩატარება კორონავირუის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებაში.

გამოცემის მიხედვით, WHO-ს ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში ჩასვლის მცდელობა გასულ კვირასაც ჰქონდა, თუმცა ქვეყანამ ექსპერტების ჩინეთში შესვლა დაბლოკა.

WHO-ს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“.

CNN-ი წერს, რომ თვეების განმავლობაში, WHO-ს ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პეკინთან, რათა მეცნიერების გუნდს უშუალო წვდომა ჰქონოდა იმ ადგილთან, სადაც პირველად აღმოაჩინეს ვირუსი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.