მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი აშშ-ს Huawei-ს მიმართ უსამართლო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

5ec3ddfca53b5
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.20 22:00
1101
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აშშ-ს მიერ Huawei-ს მიმართ მიღებულ სანქციებს და ყველა ღონეს მივმართავთ ჩინური კომპანიების ინტერესების დასაცავად. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს შეწყვიტონ უსამართლობა, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 15 მაისს დაწესებულ ახალ შეზღუდვებს. ამის შესახებ Reuetrs-ი წერს.

ჩინეთის სახელმწიფო გაზეთი Global Times ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყდნობით იტყობინება, რომ აქციების საპასუხოდ პეკინი მზადაა „არასანდო პარტნიორების“ სიაში შეიყვანოს ამერიკული კომპანიები, რასაც შეიძლება მოჰყვეს ამ საწარმოების საქმიანობის გამოძიება და სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება. კომპანიებს შორის შეიძლება აღმოჩნდნენ: Apple-ი, Cisco Systems-ი და Qualcomm-ი.

„ეროვნულ უსაფრთხოებაზე ე.წ. ზრუნვის საფარქვეშ აშშ-ი ბოროტად იყენებს ექსპორტის კონტროლის შესაძლებლობას და ცდილობს სხვა ქვეყნების კონკრეტული კომპანიების განადგურებას“, - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 14 მაისს დონალდ ტრამპმა ამერიკული კომპანიებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების მქონე კომპანიების ტელეკომუნიკაციური აღჭურვილობის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა 2021 წლის მაისამდე გაახანგრძლივა.