მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი Boeing-ისა და Airbus-ის კონკურენტი ხდება - ქვეყანამ C919-ს სერტიფიკატი მიანიჭა

633a9250cd342
მარიამ ვარადაშვილი
03.10.22 12:30
1380

ჩინეთმა ოფიციალურად წარადგინა ქვეყანაში წარმოებული სამოქალაქო თვითმფრინავი C919 და მას სერტიფიკატიც მიანიჭა. სახელმწიფომ კორპორაციამ თვითმფრინავის პრეზენტაცია მიმდინარე კვირაში გამართა, რითაც ის Boeing-ის და Airbus-ის კონკურენტი ოფიციალურად გახდა.

თვითმფრინავი სახელმწიფო საწარმოს ჩინეთის კომერციული თვითმფრინავების კორპორაციას - Comac-ს ეკუთვნის. C919-ის წარმოება 14 წლის წინ დაიწყო და ის 168 მგზავრზეა გათვლილი. მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე შესვლით, ჩინეთი, როგორც ნომერ მეორე საავიაციო ბაზარი, შესაძლოა, თვითკმარი გახდეს.

Reuters-ი წერს, რომ ჩინეთში აწყობილი თვითმფრინავი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დასავლური კომპანიების მიერ წარმოებულ ნაწილებზე. ჩინეთი მოელის, რომ თვითმფრინავი ოპერირებას მომავალ წლამდე დაიწყებს. Comac-ის ინფორმაციით კი, C919-ზე უკვე 815 შეკვეთა მიიღეს. მანამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგულატორი თვითმფრინავის სერტიფიცირებას მოახდენს, მას მხოლოდ ქვეყნის შიგნით ფრენა შეუძლია.

ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო [EASA] აცხადებს, რომ Comac-თან სერტიფიცირების თემაზე წლებია მუშაობენ, თუმცა ზუსტად ვერ ამბობენ, როდის დასრულდება სერტიფიცირები პროცესი.