მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად $2 მილიარდს გამოყოფს - სი ძინპინი

5ec283997d5bb
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.20 17:10
990
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეიმუშავებს ვაქცინას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება და გლობალური საზოგადოებრივი სიკეთე გახდება. ამის შესახებ სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ჩინეთის ლიდერმა პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა გამო სამძიმარი გამოთქვა და განაცხადა, რომ ჩინეთი მოქმედებდა ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით.

მისი თქმით, პეკინმა საერთაშორისო საზოგადოებას COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა.

ამასთან, სი ძინპინმა პანდემიის წინააღმდეგ გლობალურ რეაგირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ მხრივ, წამყვანი როლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს. მან, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.