მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ევროკავშირის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა

602d07978ef12
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 00:30
759
ჩინეთი ევროკავშირის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა და 2020 წელს აშშ-ს ჩანაცვლება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 709 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ – 671 მილიარდი დოლარი.

ცვლილება კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდულმა მუშაობამ ჩინურ საქონელზე მოთხოვნა გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკაც გაჩერდა, ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას დასავლეთზე სწრაფად დაუბრუნდა.

ჩინეთი ერთადერთი დიდი ეკონომიკაა, რომელმაც 2020 წელს პოზიტიური ზრდა დააფიქსირა. ევროპიდან იმპორტის სახით ქვეყანამ, უმეტესწილად, ავტომობილები და ძვირადღირებული პროდუქცია შეიძინა, ექსპორტის სახით კი სამედიცინო ინვენტარი და ელექტრონული საქონელი გაიტანა.

ევროსტატის განცხადებით, გასულ წელს ჩინეთთან იმპორტი 5,6%-ით, ხოლო ექსპორტი 2,2%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.