მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი H&M-ს და NIKE-ს უპირისპირდება - ბრენდები სინძიანში წარმოებული ქსოვილის გამოყენებაზე უარს ამბობენ

605defd92027d
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.21 22:31
1461
ჩინეთი H&M-ს და NIKE-ს უპირისპირდება, ვინაიდან მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა უარი განაცხადეს სინძიანში წარმოებული ქსოვილის გამოყენებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიებმა უარი ჩინურ მხარესთან თანამშრომლობაზე მას შემდეგ გამოთქვეს, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ ჩინეთის სინძიანის რეგიონში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს იძულებით ამუშავებენ.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ბრენდები უკვე ამოღებულია ჩინეთის წამყვანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებიდან, მათ შორის Alibaba-ს Taobao-დან და JD.com-იდან. აღსანიშანვია, რომ არც ერთი ონლაინ ვაჭრობის პლატფრომა ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გამოცემა წერს, რომ H&M-თან და NIKE-თან თანამშრომლობაზე ასევე უარი განაცხადეს ჩინური შოუბიზნესის წარმომადგენლებმაც.