27.იანვარი .2020 16:00

ჩინეთი კორონავისრუსის შესაჩერებლად $9 მილიარდს დახარჯავს

views 493
უკან

ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო 60,33 მილიარდი იუანს (8.74 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯავს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

შედეგად, მთავრობამ გაახანგრძლივა არდადეგები და დიდმა კომპანიებმა დროებით დახურეს ოფისები. მათ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცეს.