ჩინეთი ყველა ტიპის კრიპტოვალუტით ტრანზაქციას კრძალავს და პირობას დებს, რომ ქვეყანაში არალეგალური კრიპტოვალუტის მაინინგი დასრულდება, რაც ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის სახალხო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება უკანონო ფინანსურ საქმიანობად ჩაითვლება, ოფშორული ბირჟებით გაწეული მომსახურების ჩათვლით.
ამასთან ჩინეთის ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტები, მათ შორის Bitcoin-ი და Tether-ი არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ ვალუტებს, რომლებიც შეიძლება ფულად მიმოქცევაში ჩაერთოს.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთი სწორედ ის ადგილია, სადაც მაინერების დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, რაზეც ქვეყნის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სათბური გაზების შემცირების პოლიტიკასთან.
ჩინეთის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება კრიპტოვალუტაზე, რომელზეც მიმდინარე წელს მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრი ენთუზიასტი დააინტერესა, მათ შორის მილიარდერი ილონ მასკი.
Bloomberg-ი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 6%-ით შემცირდა და 41,800 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს გაზაფხულზე მიაღწია და 60,000 აშშ დოლარს გაუტოლდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი