მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი Oracle-ის, Walmart-ის და TikTok-ის გარიგებას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს

5f69ec1e7f1e5
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 21:37
1036
ჩინეთი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს Oracle-ის, Walmart-ის და TikTok-ის „უსამართლო“ გარიგებას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინური მედია წერს, რომ ამ გარიგებით გამოიკვეთა ვაშინგტონის ბულინგი ჩინური კომპანიების მიმართ, ამასთანავე აშშ-ი ავიწროვებს ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ინტერესებს და ქვეყანას ართმევს ღირსებას.

ჩინური გამოცემის Global Times-ის მთავარი რედაქტორის ჰუ საიჯინის განცხადებით, აღნიშნული გარიგება უსამართლოა, რადგან ის ვაშინგტონის დაუსაბუთებელი მოთხოვნების გატარებას ითვალისწინებს.

„დაუჯერებელია, რომ პეკინმა ეს გარიგება მოიწონოს და თანხმობა განაცხადოს“, - აღნიშნა სუ საიჯინმა.

Reuters-ი წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია Oracle-ის, Walmart-ის და TikTok-ის გარიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გარიგების წარმატებულად დასრულებისთვის საჭიროა როგორც აშშ-ის, ასევე ჩინური მხარის თანხმობაც.