მიმდინარე წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, 10%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს.
საქსტატის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ისტორიაში რეკორდულია და 1.5 მლრდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 24.6%-ით არის გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო სალდო უარყოფითია, ექსპორტის მაჩვენებელი მთლიანი ვაჭრობის ზრდის პარალელურად იზრდება. 10 თვეში ჩინეთი ექსპორტის მიხედვით ქვეყნისთვის ნომერი პირველი პარტნიორები იყო და ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით საქართველომ 607 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16.7%-ით მეტია.
აღსანიშნია, რომ ჩინეთში ამ პერიოდში გაყიდული მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები ადგილობრივი ნაწარმია. მთლიანი ექსპორტის 78.2% სწორედ ამ საქონელზე მოდის.
TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 475.2 მლნ დოლარი, 198 950 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 69.6 მლნ დოლარი, 23 847 ტონა;
3. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - 16.9 მლნ დოლარი, 66 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10.5 მლნ დოლარი, 3 234 ტონა;
5. ალუმინი დაუმუშავებელი - 6.7 მლნ დოლარი, 2 800 ტონა;
დანარჩენი საქონელი სულ: 28.5 მლნ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების 8.6%-ული წილით ათეულში მესამე ადგილასაა. წელს ქვეყნიდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად 920 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტს 30.5%-ით აღემატება. როგორც აღვნიშნეთ, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი ექსპორტის მაჩვენებელს აღემატება.
ჩინეთიდან TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:
1. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 37.9 მლნ დოლარი, 11 954 ტონა;
2. პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 33.3 მლნ დოლარი, 22 851 ტონა;
3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 32.9 მლნ დოლარი, 306 ტონა;
4. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 32.6 მლნ დოლარი, 26 151 ტონა;
5. მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - 22.5 მლნ დოლარი, 2 876 ტონა.
დანარჩენი საქონელი სულ: 761.5 მლნ დოლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება