მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი „სავაჭრო ომის“ ლიდერია - ქვეყნის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - CNN

600034858c5bc
თათია კაკიაშვილი
15.01.21 00:07
2166

ჩინეთი „სავაჭრო ომის“ ლიდერია - ქვეყნის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, COVID-19 პანდემიით შემცირებული მსოფლიო ეკონომიკის ფონზე, ჩინეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ 2020 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

CNN წერს, რომ 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის საერთო შემოსავალი 535 მილიარდი დოლარი იყო, რაც 27%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. ეკონომისტები ჩინეთის ასეთ მიღწევებს პანდემიის წარმატებულ მართვას მიაწერენ. მაგალითად, „ოქსფორდ ეკონომიკის“ ეკონომისტის, ლუი კუიზის თქმით, მსოფლიოში ხალხის დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლით, ჩინეთმა ისარგებლა დამცავ მექანიზმებსა და ელექტრონიკაზე გაზრდილი მოთხოვნის ფაქტორით. ხოლო „როიტერის“ მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის მშპ მომდევნო  წლის განმავლობაში 2.1%-ით გაიზრდება.

თუმცა, ქვეყანას წინ გამოწვევებიც ელის: ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, არ შეცვლის გარკვეულ ზეწოლას ქვეყანაზე მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირიდან ის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.