12.სექტემბერი .2019 23:40

ჩინეთი სოიოს იმპორტს არგენტინიდან განახორციელებს

views 511
უკან

ჩინეთმა არგენტინასთან სოიოს მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშერკრულება გააფორმა. ამ გზით, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ ცხოველთა ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი საკვები წყარო შექმნა. სახალხო რესპუბლიკა აშშ-სთან არსებული სავაჭრო ომის გამო, სოიოს ახალ მიმწოდებელს უკვე დიდი ხანია ეძებდა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ყოველწლიურად ხუთ მილიონ ტონა სოიოს ექსპორტს განახორციელებს ჩინეთში, რაც დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.

სავაჭრო კონფლიქტისა და ე.წ. სადამსჯელო ტარიფების გამო, აშშ-დან ჩინეთში სოიოს ექსპორტი ფაქტობრივად განახევრებულია. პეკინი კიდევ დამატებით მინიმუმ 9 მიმწოდებელს ეძებს, რათა ქვეყნის 500 მილიონზე მეტი ღორისა და მსხვილფეხა საქონლის შენახვა უპრობლემოდ მოახერხოს.

თავად ჩინეთი სოიოს თითქმის აღარ აწარმოებს, რადგან იმპორტი ბევრად უფრო იაფი ჯდება.

არგენტინა მსოფლიოს მასშტაბით სოიოს უდიდესი ექსპორტიორია. წელს სავარაუდოდ, საზღვარგარეთ 26 მილიონ ტონა მოსავალს გაიტანენ.