მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი თხილის ექსპორტისთვის პერსპექტიული ბაზარია - ლევან ქარდავა

5eb12eb2c5ec4
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 13:57
1303
"ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, საქართველოდან ჩინეთში თხილის ექსპორტი ხორციელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს", - ამის შესახებ BM.GE-ის თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ თხილის საექსპორტო ბაზრების დივერისფიკაციასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, თხილის ტრადიციულ საექსპორტო ბაზრად ევროპა მიიჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთში თხილზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად ეს მიმართულებაც აქტიურდება.

„მსოფლიოში თხილის ძირითადი მომხმარებელი ევროპაა. ამ კუთხით ჩინეთმაც დაიწყო აქტიურობა, იზრდება თხილის მოხმარება და ახალი საექსპორტო ბაზარი შეიძლება ჩინეთი იყოს, რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, საქართველოდან ჩინეთში თხილის ექპორტი ხორციელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი შეიძლება რომ გაიზარდოს. რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრებს, პანდემიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები თანდათანობით იხსნება და როდესაც თხილის ახალი სეზონი მოვა -სექტემბერში ეს შეზღუდვები, წესით, საერთოდ აღარ უნდა იყოს. ვფიქრობთ,მოთხოვნა დიდად არ უნდა დაეცეს“, - ამბობს ლევან ქარდავა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ექპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 11.7 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-მარტი - 9.8 მლნ დოლარი). ამასთან, ექსპორტის ზრდის მიუხედავად საქსტატის მონაცემების მიხედვით თხილი პირველ კვარტალში ტოპ საექსპორტო საქონელში ვერ მოხვდა.