28.აპრილი .2020 12:17

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, თითქოს COVID-19 მათ ლაბორატორიაში შეიქმნა

views 170
უკან

უხანის ლაბორატორიის უფროსის განცხადებით, თეორია იმის შესახებ, რომ COVID-19 მათ ლაბორატორიაში შეიქმნა უსაფუძვლოა. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

ამასთანავე, ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებობს კონსენსუსი ვირუსის წარმომავლობის შესახებ.

უხანის ლაბორატორიაში მსგავს ბრალდებებს ვერაგულს უწოდებენ და ამბობენ, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ასეთი დაავადებების შექმნის რესურსები და განზრახვები არ არსებობს.

თეორიები ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის თაობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინდოეთის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსში არსებული პროტეინები შიდსის პროტეინებს ჰგავს. თუმცა, ახლა მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი ღამურებისა და პანგოლინებისგან გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ შვიდივე ცნობილი ტიპის კორონავირუსის წარმოშობა დაკავშირებულია ღამურებთან, თაგვებთან ან შინაურ ცხოველებთან.