მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინეთიდან დიდი მოთხოვნაა ქათმის ფეხებზე, მაგრამ ვერ შეგვაქვს“ – „ჩირინა“

638a208994118
ლიკა მეგუთნიშვილი
02.12.22 23:55
6634
„ჩინეთიდან დიდი მოთხოვნაა ქათმის ფეხებზე, მაგრამ ვერ შეგვაქვს“ - ამის შესახებ BMG-სთან ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ოთხი წელია, რაც ჩინეთში პროდუქციის ექსპორტზე გატანას ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ნებართვა არ მიუღიათ.

„ოთხი წელია, რაც მიდის მუშაობა და მოლაპარაკება, რომ ჩვენ ჩინეთში ქათმის პროდუქტი გავიტანოთ, კერძოდ, ქათმის ფეხები აინტერესებთ. იქ ეს ძალიან ძვირად ღირებული პროდუქტია. პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საელჩო. ამასთანავე, ჩვენ უამრავი წიგნი გადავთარგმნეთ ჩინურად, თუმცა ნებართვა ამ დრომდე არ გვაქვს, ვერ ვახერხებთ შეტანას. ამ დროს, ჩინეთიდან ნებისმიერი პროდუქტი თავისუფლად შემოგვაქვს. ის პრინციპი, რითაც ვაღიარებთ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას ჩვენს ინდუსტრიაში, რეალობას არ შეესაბამება“ , - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

BMG ეცდება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებთან, უფრო კონკრეტულად გაარკვიოს, რა აფერხებს ამ კონკრეტული საქონლის ჩინეთში ექსპორტს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ჩინეთში 607, 464 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 13.4%-ს შეადგენს.