05.აპრილი.2016 10:35
ეკონომიკა

ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას შეძლებენ

ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას შეძლებენ
ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, - ამის შესახებ, „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფებისთვის, უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.
 
"ჩინეთის ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც ორ წლიან სამუშაო გეგმაზე იმუშავებს. ჩვენ ასევე ვქმნით სპეციალურ პროდუქტებს, რომელიც სპეციალურად ჩინელებზე იქნება გათვლილი", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის სურვილი სამმა ირანულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა, ჩოგოვაძე იმედოვნებს, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნის შემდეგ, ირანიდან ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"ყველანაირ რეკორდს ხსნის საქართველოში ტურისტების რაოდენობა, რეკორდული დასაწყისია 2016 წელსაც. ტურიზმის განვითარებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო, - ეს არის გამოფენები, მარკეტინგული ღონისძიებები, სავიზო გამარტივება, - ირანი ამის კარგი მაგალითია და შედეგი უკვე სახეზეა.

საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობით, სამეულში არიან აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, ყველა ქვეყანაში მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. რაც შეეხება ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ სქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს კონფლიქტი დროში მალე მორჩეს, რადან ამას აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა რეგიონზე და მის ეკონომიკაზეც", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

23.აპრილი.2019 18:30
26

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:11
88

ფინანსთა მინისტრი ბექა ნაცვლიშვილს: სხვადასხვა ღმერთის გვჯერა

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:48
62

"დაგროვებითი საპენსიო სისტემა გადასახადს ჰგავს, თუმცა, არ არის... ამაშია მთელი მარილი"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:13
97

მაჭავარიანი ომეგას - "თქვენ კაპიკის გადამხდელი არ ხართ"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:07
71

ფინანსთა მინისტრი: აქციზის ზრდაზე თამბაქოს სექტორის შეკითხვები ლეგიტიმური იყო

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:01
142

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის კონტრაბანდაზე: ტყიდან, ღრიდან გადმოდიან...ამას ვუმკლავდებით

ვრცლად