მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის 2 მოქალაქეს, ვის გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი გააჩერეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

5e54efcb086b4
ინგა მურუსიძე
25.02.20 14:20
1379
ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი გააჩერეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტებს არ აღმოაჩნდათ არანაირი სიმპტომი, რაც დაავადებას დაადასტურებდა, თუმცა მათ კვლევები მაინც ჩაუტარდათ.

„მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ არანაირი სიმპტომი, მათ შორის არ ჰქონდათ ტემპერტურა, ხველა, სურდო და ა.შ. მოხდა პაციენტებზე დაკვირვება რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაუტარდათ კვლევები და საბოლოოდ გაიწერნენ სახლში“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთით შეფერხდა. რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი კორონავირუსზე მგზავრების ეჭვი გახდა. კერძოდ, მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ 2 მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან, აღენიშნებოდათ ვირუსის სიმპტომები, რის გამოც მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თავად კი, მატარებელი დატოვეს.