28.ოქტომბერი .2019 14:46

ჩინეთის აკრძალვამ ტაივანში ტურიზმი რადიკალურად შეამცრია

views 360
უკან

მას შემდეგ რაც, ჩინეთმა ტაივანში მოგზაურობა შეზღუდა, კუნძულოვან სახელმწიფოში ვიზიტორების რაოდენობა რადიკალურად შემცირდა. ტაივანის ტურისტული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანას გასულ თვეს, ჩინეთიდან 62 462 ადამიანი ესტუმრა, ეს კი 57% –ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებზე.



ჩინელი ტურისტები ტაივანის ეკონომიკის სერიოზული მამოძრავებლები არიან.  ისინი ქვეყანაში ჩასული უცხოელი ვიზიტორების დაახლოებით ერთი მეოთხედს შეადგენდნენ.



პეკინმა ტაივანში მოგზაურობაზე ახალი რეგულაციები აგვისტოდან დააწესა:  ჩინეთიდან კუნძულოვან სახელწმიფოში ინდივიდუალურ გამგზავრებისთვის ნებართვების გაცემა გართულდა და შეიზღუდა.


როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, სახალხო რესპუბიკას ამ ნაბიჯით  ავტონომიური ამბიციების გამო, ტაივანის ხელისუფლების დასჯა სურდა.


ცნობისთვის: ჩინეთი ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და მისი შეერთების იმედი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა კუნძულოვანი სახელმწიფოს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ლობისტი და სამხედრო შეიარაღების კუთხით მთავარი დამხმარეა.