02.ივნისი .2020 16:51

ჩინეთის ავტოგაყიდვები მაისში 12%-ით გაიზარდა

views 302
უკან

ჩინეთის ავტოგაყიდვები მაისში 12%-ით გაიზარდა და 2.14 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ჩინეთის ავტომწარმოებელების ასოციაცია აცხადებს, მათი მონაცემები მანქანების წამყვანი მწარმოებელი კომპანიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. ამ ეტაპზე ასოციაციამ ავტომწარმოებლების დასახელებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ავტომწარმოებელების ასოციაცია ცოტა ხნით ადრე აცხადებდა, რომ იანვრიდან-მაისამდე პერიოდში, ავტომობილების გაყიდვები 23.1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 7.9 მილიონი ავტომობილი შეადგინა.