Goldman Sachs-ის ყოფილი ეკონომისტის ჯიმ ონეილის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ბრაზილიაში, რუსეთში და ინდოეთში. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ყოფილმა ეკონომისტმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ონეილის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს გაზრდილი სამომხმარებლო ხარჯები. აგვისტოს მონაცემებით, საცალო გაყიდვები ქვეყენაში 0.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის ეკონომიკას, ქვეყნის ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის მეორე კვარტლში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ონეილი CNBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კორონავირუსისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა ბრაზილია, რუსეთი და ინდოეთი. მისი განცხადებით, პანდემიის გამო ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავა ამ ქვეყნების ბაზრებზე შესვლისგან, შესაბამისად ინდოეთის ეკონომიკა შემცირდა 23.9%-ით, რუსეთის - 8.5%-ით, ხოლო ბრაზილიის - 9.7%-ით.
ონეილის ვარაუდით, ამ ქვეყნების ეკონომიკა გაუმჯობესებას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა