მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 4.9%-ით გაიზარდა

5f8d8bda73585
ნათია თაქთაქიშვილი
19.10.20 21:22
1036
მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა მესამე კვარტლის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ ექსპერტების ნავარაუდევ 5.2%-ზე ნაკლები შეადგინა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის მშპ-მ ზრდა პანდემიის მიუხედავად განაგრძო.

ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებას უკავშირებენ, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო სექტემბერში 8-დღიანი დღეასაწაულის დროს გახდა, როდესაც 637 მილიონამდე შიდა გადაადგილება დაფიქსირდა და 69.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ასევე ჩინეთის ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია ქარხნების გახსნამ და წარმოების გააქტიურებამ.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში გაყიდვები - 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 13.2%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებისას ჩინეთის ეკონომიკამ 6.8%-იანი ვარდნა განიცადა პირველ სამ თვეში, რაც ქვეყანაში ქარხნების და წარმოების შეჩერებას უკავშირდებოდა.