მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის მიუხედავად, პოზიტიურ ტრენდს ინარჩუნებს

604f55db2fede
ნათია თაქთაქიშვილი
15.03.21 20:23
690
ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის მიუხედავად პოზიტიურ ტრენდს ინარჩუნებს, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიანიშნებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იანვარსა და თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება 35.1%-ით გაიზარდა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთის საწარმოების უმეტესობა გასულ წელს პანდემიის გამო დახურული იყო.

BBC-ი აღნიშნავს, რომ მეტი სიზუსტისთვის ქვეყნის ამჟამინდელი ინდუსტრიული წარმოება უნდა შედარდეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან, რა შემთხვევაშიც ზრდა იქნება 16.9%-ი.

ჩინეთის სტატისტიკური სამსახურის მიხედვით, იანვარ-თებერვალში ყველაზე მოთხოვნადი საცალო გაყიდვების პროდუქტი იყო სამკაულები (99%) და ავტომობილები (78%), საერთო ჯამში ქვეყნის საცალო გაყიდვები 33.8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა მიმდინარე წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 2021-ში 8%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, ჩინეთის ეკონომიკა იყო ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც გასული წელი 2.3%-იანი ზრდით დაასრულა.